ვაკანსიები

კომპანია აცხადებს ვაკანსიას თბილისის პარკინგის ინსპექტორის პოზიციაზე

 

კომპანია ორიენტირებულია მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა თანამშრომელს - განურჩევლად ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა - ექნება საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას თბილისის პარკინგის ინსპექტორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ცაბაძის ქ.17

სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი (5 სამუშაო დღე) 09:00-20:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • განსაზღვრული არეალის ფარგლებში ამოწმებს სატრანსპორტო საშუალებების პარკირებისა და დგომა-გაჩერების წესებს და პარკირების საფასურის გარეშე დგომას;
  • სამართალდარღვევის გამოვლენისას ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რის თაობაზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს საჯარიმო ქვითარს -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ზოგადი განათლების სრული კურსი;
  • პრაქტიკული გამოყენების დონეზე კომპიუტერულ საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები/კომპეტენციები:

  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური.

ჩვენ გთავაზობთ:  პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მიმდინარე წლის 16 ივნისამდე ელექტრონულ მისამართზე: info@metro.ge; lmkheidze@metro.ge;  echivadze@metro.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად